თბილისის "დინამოში" ნიკა ძალამიძის ტრანსფერი განიხილება

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ შესაძლოა, კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ბუქარესტის "იუვენტუსის" მაისურს ირგებდა.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის უფროსს, ირაკლი ბუხალის დაუკავშირდა.

"ნიკა ძალამიძის ტრანსფერი განიხილება, თუმცა ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ, რომ ის უკვე ჩვენი ფეხბურთელია. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, ამაზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც ფეხბურთელი მას ხელს მოაწერს", - აღნიშნა ბუხალიმ.

ნიკა ძალამიძეს სხვადასხვა დროს უთამაშია "ბაიაში", "ვიძევში", "იაგელონიაში", "რიზესპორში", "გურნიკსა" და ბუქარესტის "იუვენტუსში".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი იქნება!!! ნიკა ძალამიძეს კიდევ შეუძლია ნაკრებში თამაშიც კი...
tngh
16:45 07-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული