კახა ჩხეტიანი: დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში ქუთაისის "ტორპედომ" გასვლით შეხვედრაში "რუსთავი" 1:0 დაარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი მე-5 წუთზე გიორგი კუხიანიძე გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ტორპედო TV"-სთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაკეთა.

"უპირველეს ყოვლისა 3 ქულის აღებით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი უკმაყოფილების გრძნობა სადაც შეიძლება დაგრჩეს, არის გამოუყენებელი მომენტები.

მადლობას ვუხდი ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს. "რუსთავი" ძალიან კარგი გუნდია და ჩემმა ბიჭებმა თამაში გამარჯვებამდე ბოლომდე მიიყვანეს.

დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ. ასევე მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც ჩვენს გვერდზე არიან", - აღნიშნა
ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული