ეროვნული ლიგა. II ტური: "სამტრედია" "სიონთან" 0:1 დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "სამტრედია" "სიონთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ გოლი არ გასულა, შესვენების შემდეგ კი ჯაბა დვალმა გაიტანა გამარჯვების გოლი. "სამტრედიას" შეეძლო ქულა გადაერჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ივან ფატიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

სამწუხაროდ "სამტრედიას" თავდამსხმელმა ოლაიტანმა პირველ ტაიმში მძიმე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
სამტრედია - სიონი 0:1
გოლი: 0:1 ჯაბა დვალი (48)
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ანრი ნდონგი, გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი, ივან ფატიჩი,
გიორგი განუგრავა (დათო კირკიტაძე 60), მურთაზ დაუშვილი (კ), გიორგი ერისთავი (სიდი სანია 46), მაიკლ ოლაიტანი (ლუკას ვეილი 38), ანტე გი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ცოტნე სამუშია (ალექსანდრე გურეშიძე 81), გიორგი გაფრინდაშვილი (ლაშა მანაგაძე 90+1), გიორგი დათუნაიშვილი, ზვიად სიხარულია (ალექსანდრე კოშკაძე 72), გურამ გიორბელიძე, ჯაბა დვალი (კ)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეროვნულ ლიგაში თამაშის ტემპი და მოძრაობა საგრძნობლად არის მომატებული, რასაც სამწუხაროდ, ოსტატობაზე ვერ იტყვი... იმედია, ეს ამბავიც გამოსწორდება. არც თუ ისე ცოტა ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს... (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ.)
tngh
15:40 12-03-2018
1
მოდერატორ,ისევ მიგეძინა?
Guadua
11:37 12-03-2018
0

სიახლეები პოპულარული