Sportall.ge-ს სათვალე: დაუნახავი მსაჯი, კაშია მესის სტილში და წარუმატებელი ავტოგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის რიგით მეორე ტურის მატჩებზე ძლიერმა ქარმა იმოქმედა, მაგრამ ჩვენს სათვალეზე - ვერა.

ერთი კვირის შემდეგაც უამრავი კარგი მასალა გავაკეთეთ, დავამონტაჟეთ და თქვენამდე მოვიტანეთ.

Sportall.Ge

ორი სიტყვით:
საჩხერელებმა მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილას" არაფერი დაუთმეს და ქულასაც გამორჩნენ. ეს, რა თქმა უნდა, სოსო ფრუიძის დამსახურებაა, რომელმაც იცის, თუ სად და როგორ ათამაშოს გუნდი, თუნდაც ფავორიტად არ ითვლებოდეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
გორელთაგან ბრწყინავდა დავით რაჟამაშვილი, რომელსაც თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. რამდენ
იმე მომენტში ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუნდაც იმ მომენტში, როცა მისი დარტყმული კარის ხაზიდან ბაქარ მირცხულავამ გამოიტანა. მატჩის 74-ე წუთზე კი რაჟამაშვილის მშვენიერი პასი ნოდარ ქავთარაძემ გოლად აქცია.


შოთა კაშიაა თუ მესი? - საჩხერელთა კაპიტანმა ისეთი გარღვევა შემოგვთავაზა, ამას მხოლოდ კატალონიაში 1.70-იანი კაცი აკეთებს.


მზეს თუ ხედავს? - მატჩის დასრულების შემდეგ ერთი კითხვა მაწუხებდა, ბატონი გიორგი ყრუაშვილი მზეს თუ ხედავდა?



Sportall.Ge

ორი სიტყვით:
მატჩის მიმდინარეობაზე ამინდმა განსაკუთრებულად იმოქმედა. ძლიერმა ქარმა მატჩის ტემპიც დააგდო და არც გუნდებს მოუკლიათ განსაკუთრებით თავი, მით უმეტეს, "ტორპედოს", რომელმაც თავიდანვე ჩაიგდო უპირატესობა ხელში და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი კუხიანიძის მომენტი რომ არ ჩავთვალოთ, "რუსთავი"-"ტორპედოს" მატჩი შეიძლება 0:0 დასრულებულიყო. შესაბამისად, კუხიანიძე საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ამ მომენტის შემდეგ კუხიანიძეს აღარ გაუბრწყინია, თუმცა ეს მომენტი ყველაზე ფასეული იყო.


ტელეგადაცემა "მიზნის" შესახებ - სტუმრები: თორნიკე კაპანაძე და გულვერდ თომაშვილი



Sportall.Ge

ორი სიტყვით:
"საბურთალომ" ბოლო ორ ტურში ისეთი "ქამბექები" შემოგვთავაზა, რომ განსაკუთრებული კმაყოფილებით აღსანიშნავია თბილისელთა თამაში. "საბურთალო" ცხრილში პირველ ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს. თბილისელები ეროვნული ლიგის ამ გათამაშებაში ჯერჯერობით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
უნდა გამოვარჩიოთ ახალგაზრდა ტალანტი, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა. გიორგი კოხრეიძე "კოლხეთი"-"საბურთალოს" დაპირისპირებაში "მატჩის გმირად" უნდა დავასახელოთ. თბილისელებმა შეხვედრის შემოტრიალება კოხრეიძის აქტიური ქმედებების შედეგად შეძლეს. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში კი სრული ბენეფისი შემოგვთავაზა.


რა არის ფეხბურთი? - ბორის? - გარდა იმისა, რომ თბილისელები გამალებით უტევდნენ, ფოთელებს პრობლემებს საკუთარი მცველებიც უქმნიდნენ.
საოცარი მომენტი დაფიქსირდა "საბურთალოს" ერთ-ერთი შეტევის დროს ფოთელთა მცველი ფორვარდივით მოიიქცა და საკუთარ კარში ლამის გოლი გაიტანა.



Sportall.Ge

ორი სიტყვით:
თბილისური დერბი ნამდვილად შედგა, ხუთი გოლი და ერთმანეთზე უკეთესი შესრულებით. ორი ახალგაზრდული გუნდის დაპირისპირება ვიხილეთ, რომლებმაც სწრაფი, ლამაზი და ლაღი ფეხბურთი ითამაშეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:
ოთარ კიტეიშვილი - "დინამოს" კაპიტანი და მთავარი იმედი საუკეთესო იყო თბილისურ დერბიში. მისი მონაგარი დუბლი და საგოლე გადაცემაა. ჯერ მე-40 წუთზე ძლიერი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, მატჩის მიწურულს კი ივანიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ბოლოს, 83-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.


II ტურის საუკეთესო გოლი - თეიმურაზ შონია


II ტურის საუკეთესო გოლის აღნიშვნა
- გიორგი ივანიშვილი



Sportall.Ge

ორი სიტყვით:
ბოლნისელებმა ტურის სენსაციაც შემოგვთავაზეს და ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოდ დაკომპლექტებული "სამტრედია" დაამარცხეს. "სიონი" დაცვაში არ ჩამჯდარა, მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა, რის შედეგადაც გამარჯვებაც მოიპოვეს.

უნდა აღინიშნოს ამ შეხვედრაში მაიკლ ოლაიტანის დანაკლისი, რომელმაც ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ვიმედოვნებთ, ნიგერიელი მალე შეძლებს დაბრუნებას.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: თითქოსდა, თორნიკე ზარქუას დისკვალიფიკაციის გამო ბოლნისელებს პრობლემები უნდა შეჰქმნოდათ, თუმცა მიხეილ მუჯრიშვილი "სამტრედიასთან" მატჩში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ამის დასტურია, რომ იმერლებმა "სიონის" კარი ვერ აიღეს.


II ტურის საუკეთესო სეივი - მიხეილ მუჯრიშვილი


მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი რუბრიკაა, ცოტა დახვეწა უნდა უბრალოდ :) ეგრე გააგრძელეთ
ბრიხი
15:49 13-03-2018
1
კაშია რა კაცია, მის ძმას კი არა ჰგავს
სეო
14:01 13-03-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული