#ოთოსთვის - რას აღნიშნავდა ბუდუ ზივზივაძის მიერ აღმართული მაისური

AutoSharing Option
16 მარტს, თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" დაპირისპირების დროს (3:1), პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

გოლის გატანის შემდეგ თბილისელთა შემტევმა თეთრი მაისური აღმართა, რომელზედაც ტრიბუნებიდან და ტელეეკრანზეც არ გამოჩნდა კარგად თუ რა ეწერა.

მაისურზე #ოთოსთვის ეწერა. ოთო თბილისის "დინამოს" ქომაგის ნიკოლოზ ხარაძეს შვილია, რომელიც საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება და ამ სახით თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა თავისი მხარდაჭერა გამოხატეს.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგრები ხართ ბიჭებო!!! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!!! ღვთის წყალობით ოთო ძალიან მაგრად იქნება!!!
#ოთოსთვის!!!
კობა
23:57 16-03-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული