ეროვნული ლიგა. IV ტური: უდანაკარგოდ მიმავალმა "საბურთალომ" "რუსთავი" ბოლოსკენ გატეხა

AutoSharing Option
31 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "საბურთალომ" 2:0 სძლია "რუსთავს".

დაძაბული მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ტატანაშვილმა 86-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო ხადარცევს და ბურთს რევიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ "რუსთავმა" ანგარიშის გათანაბრება სცადა, წინ დიდი ძალებით წავიდა, ზურგი მოუშიშვლდა და სწრაფი კონტრშეტევა ვაგნერმა გოლით დააგვირგვინა.

ასე და ამგვარად, "საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული, ერთობ გაძლიერებული "რუსთავი" ოდენ 3 ქულით აუტსაიდერთა შორისაა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
რუსთავი - საბურთალო 2:0
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86), 2:0 ვაგნერ გონსალვეში (90+2)

რუსთავი(4-2-3-1): ნუკრი რევიშვილი, ტარას ცარიკაევი, მამუკა კობახიძე (კ), ალბერტ ცხოვრებოვი, გიორგი პაპავა, პაპუნა ფონიავა (თემურ ჩოგაძე (79), ავთო ენდელაძე, ბექა მიქელთაძე, მათე ცინცაძე, ბექა ქავთარაძე, ზაზა ციცქიშვილი (ბათრაზ ხადარცევი 59)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (გურამ გოშთელიანი 74), გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი (ბექა გვარაძე 78), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე (გიორგი ტატანაშვილი 58)
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ra tvini caiget am vitom mcvrtnelebit da vitom fexburtelebit?
5
გაზაევის გაწვრთნილი რუსთავი ძალიან სუსტი გუნდია.
ლადო
21:46 31-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული