ალვინ ფორტესი: საქართველო არის შესაძლებლობა, რომ ძლიერ ჩემპიონატში მოვხვდე

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ოთხი ტურია ჩატარებული და ქართული ფეხბურთის ქომაგთა თვალში ალვინ ფორტესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჰოლანდიელი ფეხბურთელის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემა და სამქულიანი გოლია "ტორპედოს" კარში.

გორელთა შემტევი მარტო ამით არ არის გამორჩეული, მისი ფინტები და თამაში ნამდვილად უცხოა ეროვნული ლიგისთვის. ჩვენ ალვინს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობ. როგორ მოხვდი საქართველოში და რა იცოდი ჩვენი ქვეყნის შესახებ?
- დიდი მადლობა. საქართველო არის ჩემთვის შესაძლებლობა, რომ კარგი თამაშით მოვხვდე ძლიერ ჩემპიონატში.
რაც შეეხება ქვეყანას, მე ვიცოდი თბილისის შესახებ. ეს არის მშვენიერი ქალაქი და აქ შესაძლებელია განიტვირთო.

- როგორ შეაფასებდი საქართველოს ჩემპიონატს და გორის "დილას"?

- საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ არის ადვილი, აქ მებრძოლი ფეხბურთი უყვართ. რაც შეეხება გორის "დილას", არის ძლიერი გუნდი და გვაქვს შანსი, რომ სამეულში მოვხვდეთ.

- როგორ გაიარე კლუბში ადაპტაცია?
- "დილა" არ არის მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, ეს არის ერთი ოჯახი, კარგი გუნდი და მას აქვს ძალიან კარგი სტადიონი. ამის გამო ვთამაშობ გორში.

- წინა მატჩში საუკეთესო იყავი, სადებიუტო შეხვედრაშიც გოლი გაიტანე. ელოდი ასეთ დასაწყისს?
- ყოველ შეხვედრაში მაქსიმალურად ვიხარჯები ჩემი გუნდისთვის და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. მე ვიცი, რა შემიძლია და ვცდილობ, ჩემი თამაშით გუნდს დავეხმარო.

- რას გვეტყვი მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიაზე?
- ის არის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი და იცის, რას აკეთებს. ის მაძლევს კარგ რჩევებს, რაც აისახება კიდეც ჩემს თამაშზე.

-  რაღაც პერიოდი თამაშობდი "ვიტესის" მეორე გუნდში. იცნობ თუ არა გუნდის ქართველ კაპიტანს?

- დიახ, მე ვიცნობ მას. ის არის შესანიშნავი კაპიტანი და ძალიან ჭკვიანი მცველი.

- ალბათ, ქართულ კერძებსაც გასინჯავდი. რომელია შენი ფავორიტი?

- დიახ, მე ძალიან მიყვარს ხინკალი, უგემრიელესია.

ვინ არის ალვინ ფორტესი? - გორის "დილას" იღბლიანი ლეგიონერი [VIDEO]
Sportall.ge-ს სათვალე: ჩხუბები სამ დუბლად, ლურჯი ტრუსი და შულაიას ხელი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
კითხვები უნიკალური აქვთ
Iverieli13
22:36 04-04-2018
0
მწვრთნელზე რომ თხოვს აზრის გამოთქმას, ნეტავ რა პასუხს ელოდება?
ასეა ეს
17:07 04-04-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული