"Sportall.ge-ს სათვალეს" ამ კვირაში განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია. ტური იმდენად დაბალ ტემპში გაიმართა, რომ მატჩების ძირითადი ნაწილი საკმაოდ მოსაწყენი იყო.
რუსთავი - კოლხეთი 2:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი)
ორი სიტყვით: ზაზა ციცქიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ "რუსთავმა" 3 ქულა მოიპოვა. პირველ შემთხვევაში მის მიერ ჩამოწოდებულ ბურთს მოჰყვა გოლი და მეორე შემთხვევაში თავად გაიტანა. ურიგოდ არ გამოიყურებოდა მათე ცინცაძეც, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არ არის.
უიღბლო იღბლიანი გოლი - იღბლიანი მამუკა კობახიძისთვის იყო, რომ ფეხზე მოხვდა, თუმცა რამდენიმე სანტიმეტრი რომ გამართლებოდა ზაზა ციცქიშვილს, კუთხურიდან გოლსაც ჩაიწერდა კარიერაში.
რა უთხრა ასეთი არზიანმა მსაჯს? - ფეხბურთში ხშირად ფეხბურთელს შელაპარაკების გამო ყვითელ ბარათს აძლევენ, თუმცა არზიანმა პირველივე ჯერზე წითელი ბარათი მიიღო.
ლოკომოტივი - სიონი 1:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზვიად სიხარულია (სიონი)
ორი სიტყვით: "რკინიგზელთა" მარცხში დიდი როლი ითამაშა ავტოგოლის ფაქტორმა, რამაც თითქოს გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა. გამოსარჩევია ზვიად სიხარულიასა და ჯაბა დვალის მომენტი, როცა ძალიან კარგი საგოლე გადაცემით მშვენიერი გოლი გავიდა. "ლოკომოტივში" კვლავ გამორჩეული ვატო არველაძე იყო, რომლის დამსახურებაა ის ერთადერთი გოლი, რაც "რკინიგზელებმა" გაიტანეს.
ტურის გოლის აღნიშვნა - ჯაბა დვალი
მეზობლებს რა ვუთხრა??? - ნიკა ჭანტურია
ტორპედო - ჩიხურა 0:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: თეიმურაზ მარკოზაშვილი (ჩიხურა)
ორი სიტყვით: ქუთაისელები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ, საჩხერელები კი თავიანთ შანსს ელოდებოდნენ და გამოიყენეს კიდეც. ქუთათურთა შემადგენლობაში საუკეთესო ვაჟა ტაბატაძე იყო, რომელმაც მშვენიერი მატჩი ჩაატარა. ქება-დიდების ღირსია სოსო ფრუიძე, რომელიც ზუსტად არჩევს ტაქტიკას ყველა მეტოქის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნულ ლიგაში "ჩიხურა" ყველაზე კარგ დაცვას თამაშობს.
ტურის ეს რომ გასულიყო ... - ბექა ტუღუში
კუჭი თუ ელენთა? - გიორგი კუხიანიძემ ისეთი დაარტყა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ბაქარ მირცხულავა ადგილიდან ვერ იძვროდა.
დინამო - საბურთალო 0:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)
ორი სიტყვით: ლიდერთა ბრძოლაში ჩუღურეთელები საბურთალოელებმა დაამარცხეს. უშეღავათო ბრძოლის მთავარი გმირი ლაზარე კუპატაძე იყო, რომელმაც "მკვდარი ბურთები" აიღო და გუნდი რისკის წინაშე არცერთ მომენტში არ დაუყენებია.
ტურის სეივი - ლაზარე კუპატაძე
ტურის გოლი - თორნიკე გორგიაშვილი
ხარაბაძე style - ლევან ხარაბაძის შემოქმედება
სამტრედია - დილა 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: "მინდორი"
ორი სიტყვით: როგორი სტადიონიც იყო, ისეთივე იყო თამაშიც. ძნელია, სპორტსმენმა ფეხბურთი ითამაშო წარმოუდგენელ პირობებში. მოედანზე არსებულმა მდგომარეობამ ყველაფერი გააფუჭა.
ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი... - ამ ვიდეოში კარგად ჩანს მოედნის მდგომარეობა და თითოეული ფეხბურთელის დაცემის დროს მტვრის ბუღი დგებოდა.
▶ Sportall.ge-ს სათვალე: ჩხუბები სამ დუბლად, ლურჯი ტრუსი და შულაიას ხელი [VIDEO]
09:00 18-04-2018
Sportall.ge-ს სათვალე - როცა ფეხბურთს მიწაზე თამაშობ...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გალაქტიონ ყველფერი კარგია, საინტერესო მიმოხილვას გვთავაზობ ხოლმე, ოღონდ ჯაბა დვალის მიერ გოლის აღნიშვნის განსაკუთრებულობა ვერსად ვნახე)))
2
0
ხალხი ფეხბურთმა უნდა მიიყვანოს სტადიონზე... რაც შეეხება დონის ამაღლებას დინამო დილა და ზესტაფონი პმეიოფში როცა თამაშობდნენ გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდა დეგრადაცია განვიცადეთ
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული