ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ლევან გეგეჭკორის (რუსთავი), ირაკლი ბუღრიძის (ჩიხურა), ლევან კაკუბავას (ჩიხურა) და კახა კახაბრიშვილის (ჩიხურა) სურათი არ ასახავს ამჟამინდელ საკლუბო ფოტოს.


Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

Sportall.Ge

დინო ჰამზიჩი (ჩიხურა) - ამ ტურში მეკარეებს შორის საუკეთესო იყო, რამდენჯერმე მეტოქის ფეხბურთელებს არ მისცა გოლის გატანის საშუალება. მისი დატვირთვა, "ჩიხურას" მცველების კარგი თამაშიდან გამომდინარე, ნაკლები იყო, თუმცა, როცა საქმეში ერთვებოდა, კარგად გამოიყურებოდა.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) - თბილისელთა მცველი უფრო კარგი შეტევაში იყო, ვიდრე დაცვაში. მან გოლის გარდა რამდენიმე
მომენტი შექმნა და რამდენჯერმე ჰამზიჩის კარს დაემუქრა. ის ძალიან ბევრს მოძრაობდა, ხშირად ამწვავებდა სიტუაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ბუღრიძესთან სათამაშო ორთაბრძოლა წააგო, რის შედეგადაც გოლი გავიდა.

ლევან კაკუბავა (ჩიხურა) - საჩხერელთა მცველი იდეალური იყო. კაკუბავა ლიდერად მოგვევლინა ამ შეხვედრაში და მის ორმხრივ აქტიურობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. იმერელთა მცველმა ამ მატჩში ძალიან კარგი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ლევან გეგეჭკორი
(რუსთავი) - რუსთაველთა მარჯვენა მცველი ნელ-ნელა ფორმაში შედის და უბრუნდება იმ კონდიციებს, რაც მას წინა სეზონში გამოარჩევდა. მის მიერ მოედნის კარგი ხედვა "სამტრედიასთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა, როცა შორეული ზუსტი გადაცემით მაქაცარია საგოლე პოზიციაზე გაიყვანა და მასაც არ გასჭირვებია გატანა. თუმცა მსაჯმა ნაკლებად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეს გოლი არ ჩათვალა.

ალვინ ფორტესი
(დილა) - ჰოლანდიელი უკვე თამაშს გოლის გარეშე არ ტოვებს, თან ეს გოლებიც თავიდან ბოლომდე, ძირითადად, მისი შემოქმედებაა. ფინტების მრავალფეროვნება და კრეატიული აზროვნება მოედანზე - ეს ფორტესის ძალიან დიდი პლუსია, რაც გამოარჩევს.

ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა) - ნამდვილად ერთი სიამოვნებაა პირველი გოლის მომენტში ბუღრიძის მოძრაობების ხილვა და მისი ბოლომდე ბრძოლა შედეგიანობისთვის. მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა და მას მერე უამრავი მცდელობა ჰქონდა, რაღაც დადებითისთვის მიეღწია, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

ოთო კიტეიშვილი (დინამო) - "კოლხეთთან" მოგებულ მატჩში კიტეიშვილი საუკეთესო იყო. თბილისელთა კაპიტანი ქმნიდა და აკონტროლებდა თითქმის ყველა შეტევას. ოთო კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, პენალტიც მოიპოვა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ლეანდრო რიბეირო (დილა) - გორელი ქომაგი ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს რიბეიროს დაბრუნებით, რადგან კლუბში ჰოლანდიურ-ბრაზილიური შეტევა ჰყავთ და საკმაოდ შედეგიანი. "ლოკომოტივთან" მატჩში მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ მოწინააღმდეგის მცველებს, რიგ შემთხვევაში კი გამარჯვებული ბრაზილიელი რჩებოდა. ბრაზილიელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ვაჟა ტაბატაძე (ტორპედო) - ქუთაისელთა მარჯვენა მცველის თამაშში პროგრესი იგრძნობა. უკვე მეორეჯერ მოხვდა ჩვენს სიმბოლურში და ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. თუმცა გვახსოვს შეხვედრები ამ სეზონში, როცა მან ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ "სიონთან" მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამჯერად საკმაოდ მაღალი იყო.

კახა კახაბრიშვილი (ჩიხურა) - ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, თუ რატომ მოხვდა სიმბოლურში ფეხბურთელი, რომელმაც მინდორზე დაახლოებით 5 წუთი დაჰყო. თუმცა, თუ გადავალთ მატჩის მნიშვნელობაზე, რომ საჩხერელები ლიგის ლიდერს უპირისპირდებოდნენ და მათთან მოპოვებული სამი ქულა ბოლო მომენტში კაკუბავას კარგი პასისა და კახა კახაბრიშვილის აქტიურობის შედეგი იყო, ეს დასტურია იმისა, რომ ის სიმბოლურს ნამდვილად იმსახურებს. ის სამქულიანი გოლის ავტორია.

ლევან კუტალია (ტორპედო) - ქუთაისელთა დანაკლისის ფონზე, ძალიან ბევრი მოვალეობა დაუგროვდა ლევან კუტალიას. მას, როგორც ცენტრში გარკვეული დავალებების შესრულება, ასევე შეტევების წამოწყება და დაგვირგვინება ევალებოდა. კუტალიამ ამ ყველაფერს ჩინებულად გაართვა თავი და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოელთა" მედროშედ მოგვევლინა.

ტურის საუკეთესო მწვრთნელი - სოფო ფრუიძე - თუ რვა ტურის განმავლობაში საჩხერის "ჩიხურას" შედეგებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ იმერლებმა საკუთარი შედეგიანი თამაში, ძირითადად, შეხვედრის მეორე ნაწილში შემოგვთავაზეს. თუ რვა ტურის განმავლობაში საჩხერელთა გოლებსა და საგოლე გადაცემებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ მათი უმეტესობა შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებზე მოდის. ეს უბრალო სტატისტიკა არ არის, ეს ყველაფერი სოსო ფრუიძის სიძლიერეზე მეტყველებს და დღემდე "ჩიხურას" ასეთი კარგი თამაში მისი დამსახურებაა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ორ მარჯვენა მცველს რა უნდა ?
Lagashi
01 მაისი 2018 09:11
0
ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით თუ იცის ვინმემ რა ხდება, აიღეს ბეტონის კედელი? როდის გაიხსნება?
svioo
30 აპრილი 2018 13:33
1

სიახლეები პოპულარული