ეროვნული ლიგა. IX ტური: "დილა" "დინამოს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორში "დილასა" და "დინამოს" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

გორში მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა და ბევრი გულშემატკივარიც დაესწრო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 2 გოლი გავიდა. 24-ე წუთზე სტუმრები ზივზივაძემ დააწინაურა, ხოლო 33-ეზე ნონიკაშვილმა საპასუხო გოლი გაუტანა "დილას".

მეორე ტაიმი გარდამავალი უპიტარესობით წარიმართა, მსაჯმა 75-ე წუთზე გორელთა გუნდის ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე გააძევა, მაგრამ "დინამომ" რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა.

"დინამო" 19 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "დილა" 16 ქულით კვლავ მე-4 პოზიციაზეა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - დინამო 1:1

გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (24), 1:1 ლევან ნონიკაშვილი (33)
გაძევება: ლუკა რაზმაძე (75), ლაშა თოთაძე (90+6)

დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გოდერძი, მაჩაიძე, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, დავით რაჟამაშვილი (ისიფუ ლემპტი 70), ლევან ნონიკაშვილი, გიორგი ფანცულაია (ალვინ ფორტესი 65), ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო (მიკოლა კოვტალიუკი 85), ანზორ სუხიაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია (ნიკა ძალამიძე 83), დმიტრო ივანისენია (ლაშა ქოჩლაძე 46), ლევან ხარაბაძე, გიორგი ივანიშვილი, ნიკა ნინუა

მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული