რადიო თავისუფლების ცნობით, ეროვნულ ჩემპიონატზე გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის გულშემატკივრები მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ, მოედანზე ბოთლები ისროლეს და სკამები დაამტრვრიეს, საპასუხოდ ადგილობრივი გულშემატკივრები აღმოსავლეთ ტრიბუნასთან მათ არენიდან გამოსვლას ელოდებიან და ვითარების განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობენ.