ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩმა, რომელიც 1:1 დასრულდა, დიდი არეულობა გამოიწვია.

ყველაფერი მატჩის ბოლოს მიკოლა კოვტალიუკის უხეში თამაშით დაიწყო, რომელიც ახალგაზრდა დემეტრე ბულისკერიას დაეჯახა. ლაშა თოთაძემ ყოფილ თანაგუნდელს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც უარყოფითი პასუხი მოჰყვა უკრაინელისგან. ამ ყველაფერს კი ორმხრივი არეულობა და დაძაბულობა დაემატა.

  • დილა-დინამო: ფეხბურთელთა დაპირისპირება

ამ დროს საპასუხოდ თბილისის "დინამოს" ქომაგებმა სკამების დამტვრევა დაიწყეს და გორელთა ქომაგებისთვის სროლა, რასაც ორმხრივი დაპირისპირება მოჰყვა და ადგილობრივი ქომაგი სტადიონის
გასასვლელთან ელოდებოდა პასუხის გასაცემად. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

  • დილა-დინამო: გულშემატკივართა დაპირისპირება
*ვიდეო წარმოადგენს ადგილობრივი ტელეკომპანია "დიას" საკუთრებას.

ერთ-ერთი ქართული კლუბის ფანკლუბი განაწყენებულია ჩემზე, რომ მსგავსი რაღაცა ადრეც გამიპროტესტებია.

დავიწყოთ თავიდან, რატომ უნდა დაამტვრიო სკამები? ქვეყანაში, სადაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მხრივ არასდროს გვილხინდა, ხელს უწყობს სიტუაციის გაუარესებას.

მოედანზე არსებული სიტუაცია რატომ უნდა აქციო ფიზიკურ დაპირისპირებად მოწინააღმდეგის ქომაგთან? ლოგიკური კითხვა მიჩნდება, არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს? ხომ შეიძლება ვიღაცამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლოს, განა ასეთი რაღაცები არ მომხდარა? ყველას გვახსოვს ბოლო პერიოდში მოსკოვის "სპარტაკისა" და "ბილბაოს" ქომაგის დაპირისპირება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ულტრასობა" მარტო სკამების დალეწვასა და ჩხუბს არ ნიშნავს. ნახეთ სხვა გუნდების ქომაგები უცხოეთში. ეს ადამიანები საკუთარ ენერგიას დადებითად იყენებენ: წერენ სიმღერებსა და ლექსებს, აწყობენ "ფლეშმობებსა" და სხვადასხვა ეფექტურ სანახაობას, ხმის ბოლო იოგამდე ქომაგობენ და გუნდს აგრძნობინებენ, რომ მარტო არ არიან, ხელს უწყობენ მოედანზე ხალხის მისვლასა და კლუბის პოპულარიზაციას.

არ ჰყავს ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ქომაგი. ჩემპიონატის ტრანსლაციებს ათასამდე ადამიანი უყურებს, მათგან ნახევარზე მეტი ტოტალიზატორის გამო. ქომაგი ცოტაა და დღითი დღე მცირდება, მსგავსი არეულობა კი ადამიანს მოედანზე მისვლის სურვილს უქრობს. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ ჩემპიონატს ნუ ჩავაყენებთ უფრო რთულ მდგომარეობაში.