ლაშა ჭაღიაშვილი: "ლოკომოტივის" წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ უიღბლობა არაა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი გაზეთ "ლელოსთან" საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გუნდი პირველი წრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- გუნდი ყველა შეხვედრაში იბრძვის, მაგრამ რაღაც აკლია. თქვენი საქმე ამ "რაღაცის" მოძიებაა და რა დასკვნამდე მიხვედით - მხოლოდ უიღბლობაა მიზეზი?
- რა თქმა უნდა, მიზეზი მხოლოდ უიღბლობა არაა. 7 შეხვედრა წავაგეთ და უშანსოდ არც ერთში არ ვყოფილვართ, მეტოქეს არაფერს ვუთმობდით, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაცია არ გვივარგოდა.

მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:4 წავაგეთ და რაც უნდა პარადოქსულად
ჟღერდეს, პირველ გაშვებულ გოლამდე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მშვენიერი მომენტებით ვერ ვისარგებლეთ. თბილისის "დინამოსთან" ვიგებდით და დავმარცხდით. ესაა ფეხბურთი - მომენტები უნდა გამოიყენო. მეორე მხრივ - უიღბლობაც რომ გავშიფროთ, ესეც შეუთამაშებლობის შედეგი იყო.

- რას გულისხმობთ?
- სულ ეროვნულ ლიგაში 6 ავტოგოლი გავიდა, საიდანაც სამი ჩვენს კარში გავიტანეთ. ამას გარდა, 5 გოლი ასხლეტით გავუშვით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მწვრთნელი არ არის მზად უმაღლესი ლიგის გუნდისთვის(არასწორი სელექცია,არატაქტიკა,ფეხბურთელებთან ავტორიტეტის არ ქონა).ცოდოა ლოკო გასავარდნად
ქუჯი
19:46 04-05-2018
1

სიახლეები პოპულარული