ინტერვიუ გულშემატკივართა რჩეულთან - თამაზ მაქაცარია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრების გამოქვეყნებისას ჩვენ გამოკითხვას ვატარებთ, მეცხრე ტურში გულშემატკივართა რჩეული "რუსთავის" ფეხბურთელი თამაზ მაქაცარია გახდა.

კითხვაზე თუ ვის თვლით ტურის გამორჩეულ ფეხბურთლად? თამაზ მაქაცარიამ ხმების 34% მიიღო. მეორე ადგილზე ოთარ კიტეიშვილი 19%-ით და მესამეზე ირაკლი ბუღრიძე 11%-ით გავიდნენ.

ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ახალგაზრდა შემტევი, რომელიც წინა სეზონში "ცხინვალის" ღირსებას იცავდა, დღეს "რუსთავის" ფეხბურთელია, ჩვენ მას დავუკავშირდით და  ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მეცხრე ტურში გულშემატკივართა რჩეული გახდი, როგორ შეაფასებ რით გამოარჩიეს შენი თამაში?

- პირველ
რიგში მინდა ყველას მადლობა მოვუხადო გულშემატკივრობისთვის და შეფასებისთვის. თოთოეულ მატჩში ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, ამ ტურშიც ბოლომდე დავიხარჯე და ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი.

- რას იტყვი შენს ახალ გუნდზე. რას ფიქრობ რისი მიღწევა შეუძლია ამ სეზონში? შეძლებს კლუბი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას? და ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტად?

- გუნდი შედგენილია გამორჩეული ფეხბურთელებით , რაც დიდ შესაძლებლობას იძლევა, რომ მოწინავე ადგილები დავიკავოთ. რაც შეეხება მთავარ კონკურენტებს , პირველი წრის შემდეგ "საბურთალოს" და "დინამოს" მივიჩნევ .

- ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა, როგორ შეაფასებ ახალ სეზონს? რას ფიქრობ ლიგა ვითარდება თუ მისი დონე უკან იწევს?
- დაძაბული სეზონი მიმდინარეობს , კონკურენცია გუნდებს შორის მაღალია და ამ ეტაპზე თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს. დინამიური და საინტერესო მატჩები მიმდინარეობს, რაც ეროვნული ლიგის წინსვლას მიუთითებს.

- სეზონის დასაწყისში "რუსთავში" აშკარად ჩანდა შეთამაშების პრობლემა, რამდენად გადალახეთ ფეხბურთელებმა ეს ბარიერი?

- ჩვენ გუნდში აქტიური ვარჯიშები მიმდინარეობს , ყველანაირი პრობლემის გადასაჭრელად.

- რა იქნება შენი მაქსიმუმი ამ სეზონში, რას უნდა ველოდოთ თამაზ მაქაცარიასგან?
- ტრამვის შემდეგ დიდი ხანი გამიცდა, რამაც ხელი შემიშალა ჩემპიონატისათვის მომზადებაში და დაწყებისთანავე გუნდან ერთად თამაშში.  მაგრამ ვგრძნობ პროგრესს და ვაპირებ ჩემი თავის ბოლომდე წარმოჩენას გოლებით და საგოლე გადაცემებით.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები!!!
ს.მ.
22:27 05-05-2018
0
წარმატებები !!!
სოფიკო
22:26 05-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული