ეროვნული ლიგა. X ტური: "დინამომ" "რუსთავს" 2:0 მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში თბილისის "დინამომ" "რუსთავი" 2:0 დაამარცხა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ შულაიამ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ კიტეიშვილმა პენალტით მეორედ დალაშქრა რევიშვილის კარი. მესამე გოლის გატანა ძალამიძეს, შულაიას და ზივზივაძეს შეეძლოთ, მაგრამ კარგი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს და შეხვედრა 0:2 დასრულდა.

ამ გამარჯვებით "დინამომ" 22 ქულა დააგროვა და ლიდერ "საბურთალოს" 2 ქულით ჩამორჩება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
რუსთავი - დინამო 0:2
გოლები: 1:0 აკაკი შულაია (60), 2:0 ოთარ კიტეიშვილი (66, პენ)

რუსთავი (4-2-3-1): ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი პაპავა, მათე
ცინცაძე, თამაზ მაქაცარია (ოთარ მარცვალაძე 79), ბექა მიქელთაძე (პაპუნა ფონიავა 87), ტარას ცარიკაევი, მამუკა კობახიძე (კ), ალბერტ ცხოვრებოვი, გეორგი გაბულოვი, ბათრაზ ხადარცევი (ავთო ენდელაძე 77)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (თამაზ ბაბუნაძე 88), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე (ნიკა ძალამიძე 33), დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე, გიორგი ივანიშვილი (მიხეილ ერგემლიძე 86), ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი თხოვნა მაქვს, როცა გუნდების შემადგენლობას სწერთ, მეკარის მერე მცველები ჩამოწერეთ, მერე ნახევარმცველები და ბოლოს თავდამსხმელი.
Lagashi
09:12 07-05-2018
1

სიახლეები პოპულარული