ეროვნული ლიგა. XI ტური: "დინამო" აუტსაიდერ "ლოკომოტივთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის დასკვნით მატჩში "ლოკომოტივმა" "დინამოს" 1:0 მოუგო.

"ლოკომოტივის" თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ პირველ ტაიმში გაუტანა გოლი დემეტრე ბულისკერიას, მასპინძლები ამის შემდეგ ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და მოულოდნელად დამარცხდნენ აუტსაიდერთან.

მოკლედ, "დინამო" ლიდერ "საბურთალოს 5 ქულით ჩამორჩა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ლოკომოტივი 0:1
გოლი: 0:1 დავით ჯიქია (29)

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური (ლუკა ლოჩოშვილი 69), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია (მიხეილ ერგემლიძე 65), დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე (ნიკა ძალამიძე 46),
გიორგი ივანიშვილი, ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

ლოკომოტივი (4-2-3-1): ლუკა შეროზია, თორნიკე ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (ვატო არველაძე 60), თეიმურაზ შონია, მამია გავაშელიშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (ლაშა გვალია 72), ოთარ კობახიძე (რევაზ ინჯგია 79)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამჟამად,"დინამო" საშუალო დონის გუნდია ეროვნულ ლიგაში; ის რომ ჯერ-ჯერობით მისთვის შეუფერებელ ადგილზეა, ეს დროებითია და ასეთი არასტაბილური თამაშით, მალე ჩამოჩოჩდება ცხრილის შუა ნაწილში.გუშინდელ თამაშში "ლოკომოტივთან" გუნდი წინაღამის ნაბახუსევს ჰგავდა და ამის შემხედვარე, რა უნდა მოსთხოვო მათ! "დინამოს საცოდავობას ბოლომდე ვერ ვუყურე და გავთიშე ტელევიზორი...
გივი
16:26 14-05-2018
0
13 მაისს სიმბოლურად 13 კუში : )))
rodemdeee
20:47 13-05-2018
0

სიახლეები პოპულარული