ეროვნული ლიგის XI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია


Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

მიხეილ მუჯრიშვილი - ბოლნისელთა მეკარე "სამტრედიასთან" შეხვედრაში იდეალურად გამოიყურებოდა, მუჯრიშვილმა ამ შეხვედრაში დაახლოებით ექვსი "სეივი" მაინც გააკეთა.

დავით უბილავა - "ლოკომოტივის" მარცხენა მცველი და გუნდის კაპიტანი ნელ-ნელა სასურველ ფორმას უბრუნდება და მის ასპარეზობაშიც აისახება. თბილისის "დინამოსთან" კი ერთგვარად "გაუვალ კედლად" მოგვევლინა, რომელმაც მის ფლანგზე თითქმის ყველა შეტევა ჩაშალა.

ანრი ჭიჭინაძე - ჭიჭინაძე ჩხეტიანის ნდობას ამართლებს. 20 წლის ფეხბურთელი ამ ტურში ერთ-ერთი საუკეთესო იყო დაცვით ფაზაში. ის, რომ მეტოქის შემტევებს ხშირ

შემთხვევაში არაფერი გამოსდიოდათ, ჭიჭინაძის დამსახურებაა.

ალექსანდრე გურეშიძე - "სიონის" მცველმა გოლით გამოიჩინა თავი და ერთი ქულა მოუპოვა გუნდს. გურეშიძე არც დაცვაში იყო ცუდი, საკმაოდ სტაბილურად ჩაატარა შეხვედრა და შეცდომებიც თითქმის არ ჰქონია.

ალექსანდრე კვახაძე - გორელთა მცველი საკმაოდ ნაყოფიერად ირჯებოდა "ჩიხურასთან" მატჩში, სივრცეებსაც კარგად კეტავდა და შემტევებს გასაქანს არ აძლევდა.

ლეანდრო რიბეირო - გორელთა ლეგიონერი კვლავ შეუჩერებელია. გოლი და ორი საგოლე გადაცემა - ეს მისი მონაგარია. ხოლო რვა მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ბექა გვარაძე - "საბურთალოს" შემადგენლობაში თავი კვლავ წარმოაჩინა 20 წლის ფეხბურთელმა, პირველ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა, ერთ შემთხვევაში გოლი გაიტანა და მეორეჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.

თორნიკე გორგიაშვილი - "საბურთალოს" მიერ "კოლხეთის" რბევის მეორე შემოქმედი გორგიაშვილი გამოდგა, რომელმაც ანალოგიურად, გოლი და საგოლე გადაცემით დატოვა მოედანი.

ოთარ კობახიძე - "ლოკომოტივის" გამარჯვება ოთარ კობახიძის იდეალური საგოლე გადაცემის დამსახურებაა. მისი პასით შონია მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

თორნიკე კაპანაძე - კაპანაძის ტრავმიანობის პერიოდში "ტორპედოს" შეტევა საკმაოდ უფერულად გამოიყურებოდა, თუმცა მისი დაბრუნების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. კაპანაძე "რუსთავთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიკოლა კოვტალიუკი - "დილას" შემტევს ეროვნულ ლიგაში ძალიან დიდი ხნის შემდეგ იდეალური მატჩი გამოუვიდა. დუბლი და საგოლე გადაცემა - ეს არის უკრაინელის მონაგარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
23
16
3
4
26
51
23
11
9
3
14
42
24
11
5
8
13
38
21
10
4
7
12
34
24
6
9
9
-4
30
24
5
5
14
-20
20
24
3
6
14
-33
9