ზაალ ჩაჩავა: ჩემპიონთა ლიგამდე 5-6 ისეთ ფეხბურთელს დავიმატებთ, საქართველოში რომ არ გინახავთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსა" და ჩინელი ბიზნესმენების პარტნიორობა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და უახლოეს პერიოდში გუნდში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებენ. ინფორმაცია "ლელოსთან" გუნდის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" "ტორპედოთი" დააინტერესა და მოლაპარაკება დაიწყო. მიზანი გუნდის გაძლიერება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და საქართველოს შიდა ტურნირებზე ღირსეულად გამოსვლაა.

17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ჩინური დელეგაცია ესტუმრა, რომელმაც საღორიის ბაზაც დაათვალიერა და ქალაქის მერიაშიც იმყოფებოდა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, გეგმებსა და სიახლეებზე "ლელო" "ტორპედოს" პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას ესაუბრა...

- რა
სტადიაშია ჩინურ ჯგუფთან მოლაპარაკებები?

-  სავარაუდოდ, ჩვენი მოლაპარაკებები პარტნიორობით დასრულდება. ამის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ გარკვეული დეტალების შეთანხმება დარჩა.

- ჩვენი ცნობით, მოლაპარაკება კლუბის თანაინვესტირების ხელშეკრულების გაფორმებაზე მიმდინარეობდა და არა გუნდის მთლიანად გაყიდვაზე...
- დიახ, ასეა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩინური ჯგუფი "ტორპედოს" აქციათა მნიშვნელოვან ნაწილს შეისყიდის, მაგრამ არა - მთელს.

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ LELO.GE-ზე
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მჯერა შეასრულებს 1 ტუვალუდან 2 სვაზილენდიდან 3 მონღოლიც და ეგაა, აბა ვის გყავთ ეგეთი ფეხბურთელები ნანახი?
Zorbegi
16:52 17-05-2018
7
მანამდე ქენით თუ კაცი ხარ (მანამდე უნდა გექნათ), შეთამაშება რომ მოასწრონ თორე ტურისტებად თავისითაც ჩამოვლენ თუ მოუნდებათ
Irakli Apkhaidze
16:32 17-05-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული