ეროვნული ლიგა. XII ტური:"დინამომ" "სამტრედიას" 2:1 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში "სამტრედია" დაამარცხა (2:1).

ანგარიში პირველ ტაიმში კიტეიშვილმა ზივზივაძის პასით გახსნა, რომელმაც ბურთი ბაჩიაშვილს აართვა. ამის შემდეგ "სამტრედია" საპასუხო გოლის გატანას შეეცადა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ბულისკერია.

68-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს "სამტრედიას" მცველი გივი ქარქუზაშვილი, შემდეგ მალე ივანესინიამ მეორე გოლი გაუტანა მიგინეიშვილს და მატჩის ბედი გადაწყდა.

"სამტრედიამ" კომპენსირებულ დროში შულაიას ავტოგოლით მოახერხა ერთი გოლის გატანა. თუმცა, "დინამოს" ფეხბურთელებს მიაჩნდათ, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
სამტრედია
- დინამო 1:2

გოლები: 0:1 ოთარ კიტეიშვილი (40), 0:2 დმიტრო ივანისენია (70), 1:2 გუჯა რუხაია (ავტოგოლი 90+1)
გაძევება: გივი ქარქუზაშვილი (68)

სამტრედია (4-2-3-1): ოთარ მიგინეიშვილი, მურთაზ დაუშვილი (კ), დათო კირკიტაძე, ანტე გი, გიორგი ერისთავი (ივან ფატიჩი 34), გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი (აკაკი ნინუა 46), რომან ჩაჩუა, გივი ქარქუზაშვილი, ანატოლი მესიაჩენკო (ვალერი ოლხოვი 74), ზაურ ხაბეიშვილი

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (მიხეილ ერგემლიძე 88), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია (ნიკა ძალამიძე 79), დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე (გიორგი ივანიშვილი 71), ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას თამაშობს დინამო,ვინმე იტყვის? შუახაზამდე ამოტანილი ბურთი სულ უკან ბრუნდება მერამდენე თამაშია..გეგონება დაშინებულია ბიჭები.კაჭო დაალაგე შეტევები რა ხდება?არანაირი კომბინაცია,არანაირი სწორად გააზრებული პასები..ვარჯიშებზე მარტო მოვალეობას იხდით?
0

სიახლეები პოპულარული