ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივმა" "ტორპედო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე"ტორპედოს" 1:0 მოუგო.

ამ მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში ლუკა კიკაბიძემ გაიტანა, რომელმაც მოედნის ცენტრიდან გიორგი გაბაძის გადაცემული ბურთი კოხტა თავურით გადაგზავნა როინ კვასხვაძის კარში.

მიმდინარე სეზონში წარუმატებლად მოასპარეზე "ტორპედო" 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 11 ქულით მე-8 ადგილზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ტორპედო 1:0
გოლი: 1:0 ლუკა კიკაბიძე (72)

ლოკომოტივი (4-2-3-1): ლუკა შეროზია, თორნიკე ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (ლაშა ოზბეთელაშვილი 90+3), თეიმურაზ შონია, მამია გავაშელიშვილი, ლუკა კიკაბიძე
(ლაშა გვალია 79), უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), ოთარ კობახიძე (თეიმურაზ ღონღაძე 89)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, ოლეგ მამასახლისი (ლაშა კუჭუხიძე 76), თორნიკე კაპანაძე, გიორგი კუხიანიძე (მერაბ გიგაური 45+1), გიორგი გურული, ლევან კუტალია, გიორგი ქიმაძე, ჯაბა ლიპარტია (მიშიკო სარდალიშვილი 69), თორნიკე გრიგალაშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისთე მიდის საქმე რომ 7 ფეხბურთელი გადავა სხვა გუნდებში.
ქუთაისელი-2
11:22 21-05-2018
0
მემგონი ტორპედო სამეულს მიღმა დარჩება, გუნდის პრეზიდენტი კი ბაქი-ბუქობს ისეთ ლეგიონერებს ჩამოვიყვანთ საქართველოში ნამყოფები არ არიანო აქეთ ჩინელი ინვესტორები მომყავსო ჩემი აზრით ფარსია ყველაფერი, ყველაზე სამწუხარო ის არი რო ჩემპიონთა ლიგაზე შევრვცხვებით.
ilia
11:17 21-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული