ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოფიციალურად: "სამტრედია" ბუბა დაუშვილსა და ომარ მიგინეიშვილს დაემშვიდობა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო და დღეს დილით გაუწყეთ, "სამტრედია" გუნდის ორ წევრს, ბუბა დაუშვილსა და ომარ მიგინეიშვილის დაემშვიდობა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

დაუშვილი გუნდის კაპიტანი იყო და იმერულ გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

რაც შეეხება მიგინეიშვილს, ის "სამტრედიელთა" მაისურს 2016 წლიდან ირგებდა.