ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ლოკომოტივმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ჩიხურა".

ანგარიში დებიუტში მასპინძელთა ნახევარმცველმა ბუღრიძემ გახსნა, 36-ე წუთზე შონიამ საპასუხო გოლი გაიტანა, 59 წუთზე კი სტუმართა გუნდის კაპიტანმა უბილავამ დალაშქრა ჰამზიჩის კარი. ამის შემდეგ "ჩიხურა" ბევრს და უშედეგოდ უტევდა, ბოლოს კი კონტრშეტევაზე მესამე გოლი გაუშვა და დამარცხდა.

"ლოკომოტივმა" ზედიზედ" მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა - ლოკომოტივი 1:3
გოლები: 1:0 ბუღრიძე (4), 1:1 თეიმურაზ შონია (36), 1:2 დავით უბილავა (59), 1:3 დავით ჯიქია (90+4)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ
მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (ირაკლი ლექვთაძე 49), ლევან კაკუბავა (დემურ ჩიხლაძე 70), ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, გიორგი ბუხაიძე (ბაჩანა ცხადაძე 67)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): ლუკა შეროზია, თორნიკე ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია, თეიმურაზ შონია (ლაშა გვალია 58), მამია გავაშელიშვილი, ლუკა კიკაბიძე (დაჩი ცნობილაძე 80), უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), ოთარ კობახიძე (რევაზ ინჯგია 70)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული