ეროვნული ლიგა. XIII ტური:"კოლხეთი" და "სამტრედია" ზესტაფონში დაზავდნენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "კოლხეთის" და "სამტრედიას" მატჩი 2:2 დასრულდა.

ანგარიში დებიუტში ფოთელთა ფორვარდმა მიხაილოვმა გახსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ბაჩიაშვილმა შესანიშნავი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაიტანა. შესვენების შემდეგ ანტე გიმ კირკიტაძის მონადირებული პენალტით "სამტრედია" დააწინაურა. 51-ე წუთზე მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის პირდაპირი წითელი ბარათით სტუმართა გუნდის მცველი ფატიჩი გააძევა, ხოლო 61-ე წუთზე იმნაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზესტაფონი. "დავით ბურჯანაძე".
კოლხეთი - სამტრედია 2:2
გოლები: 1:0 ილია მიხაილოვი (4), 1:1 ვაკო ბაჩიაშვილი (42), 1:2 ანტე გი (48,პენ), 2:2 ლუკა
იმნაძე (61)
გაძევება: ივან ფატიჩი (51)

კოლხეთი (3-4-2-1): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია (ზურაბ არზიანი 53), ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), სერგეი დანილოვი (იაროსლავ კვასოვი 79), ილია მიხაილოვი, გიორგი კახელიშვილი, თორნიკე ჯიმშელეიშვილი (პატერსონ კაბორე 50), ლუკა იმნაძე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

სამტრედია (4-2-3-1): ილია სტურუა, დათო კირკიტაძე (დემურ ქაშიბაძე 75), ანტე გი, გიორგი ახალაძე, აკაკი ნინუა (ლუკას ვეილი 46), ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩიჩუა, შოთა კერძევაძე (კ), ივან ფატიჩი, ანატოლი მესიაჩენკო, ზაურ ხაბეიშვილი (ვალერი ოლხოვი 67)

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული