ეროვნული ლიგა. XIV ტური:"ტორპედომ" "სამტრედია" დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ტორპედომ" ლანჩხუთში "სამტრედიას" 4:1 სძლია.

21-ე წუთზე გიგაურმა "ტორპედო" დააწინაურა, შემდეგ კუტალიამ მეორედ დაამწუხრა მეტოქის მეკარე სტურუა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ხაბეიშვილმა ერთი გოლი გაქვითა.

78-ე წუთზე ბოხაშვილმა დოლიძის პასით ანგარიში გაზარდა (ეს საქართველოს ჩემპიონატში ბოხაშვილის პირველი გოლია), კომპენსირებულ დროში კი დოლიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4.

ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
სამტრედია - ტორპედო 1:4
გოლები: 0:1 მერაბ გიგაური (21), 0:2 ლევან კუტალია (34), 1:2 ზაურ ხაბეიშვილი (42), 1:3 ევგენი ბოხაშვილი (78), 1:4 გრიგოლ დოლიძე (90+3)

სამტრედია
(4-2-31): ილია სტურუა, დათო კირკიტაძე, ანტე გი, გიორგი ახალაძე, ვალერი ოლხოვი (ლუკას ვეილი 77), ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე (კ), გივი ქარქუზაშვილი, ანატოლი მესიაჩენკო (აკაკი ნინუა 37), ზაურ ხაბეიშვილი (ნიკოლოზ ხაჩიძე 64)

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

ტორპედო (4-1-4-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, ოლეგ მამასახლისი (თენგიზ წიქარიძე 84), მიშიკო სარდალიშვილი (გიორგი კუხიანიძე 60), თორნიკე კაპანაძე (ევგენი ბოხაშვილი 67), გიორგი გურული, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული