ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სიონის" მოედანზე საფარს აგებენ და გუნდი მალე საკუთარ სტადიონზე დაბრუნდება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" ოფიციალური Facebook გვერდი გვამცნობს, რომ თამაზ სტეფანია სახელობის სტადიონზე, მოედნის საფარის დაგება დაიწყო.

საფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით იცვლება, ხოლო ინფრასტრუქტურას ბოლნისის მუნიციპალიტეტი აკეთებს.

გუნდი, ამ ეტაპზე, საშინაო თამაშებს მიხეილ მესხი 2-ზე ატარებს, საკუთარ მოედანზე კი, აგვისტოში დაბრუნდება.