"დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი სამი ესპანელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი სამი ესპანელი ფეხბურთელი - ბორის გაროსი, ალექსანდერ კიერემე და კარლეს მასი - სამშობლოში დაბრუნდა.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს დედაქალაქური კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ბუხალიმ მიაწოდა.

მისივე თქმით, არის შანსი იმისა, რომ ამ სამი ფეხბურთელიდან ერთი ან ორი მოთამაშე საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნდეს და სინჯებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელები "დინამოში" მაისის ბოლოს გამოჩნდნენ და მათ ჯერჯერობით კახა კაჭარავას თავი ვერ მოაწონეს.

თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით.

აქვე გეტყით, რომ "დინამო"
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. თუ ვინ შეხვდება დინამოელებს მეტოქედ 19 ივნისს გახდება ცნობილი.

altვინ არიან "დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი ესპანელი ლეგიონერები?

altრაზე ფიქრობს "დინამო"? - გაძლიერება არც პერსპექტივაში და არც საქმეში არ ჩანს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ადგილობრივის მომზადება უფრო იაფი დაჯდება ვიდრე ასე ჩამოყვანა და მერე გაშვება მარა ვიღაცას აწყობს ასე
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15 ივნისი 2018 14:01
0
xinklis sachmelad dapatiza eg bichebi fifiam?))))
chiko
14 ივნისი 2018 02:20
0
ბორია გაროსის დატოვება შეიძლებოდა
შაკო
13 ივნისი 2018 21:51
3
ცირკია რა)))) აბა რა გეგონათ, კაპიკებზე რომელი ესპანელი ჩამოგივიდოდა ფიფია ბატონო?! საერთოდ რატომ ჩამოიყვანეთ, ვინ გირჩიათ? თქვენ ჭკუა რომ გქონდეთ ესპანეთში კი არ მოძებნიდით, არამედ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში გააკეთებდით სელექციას, სადაც თქვენი ხელფასით ჩამოიყვანდით ჩვენი რეალობისთვის ნორმალური დონის ლეგიონერს.
Keke
13 ივნისი 2018 17:00
0
მემგონი ღირსია ეს ხალხი კითხვებზე პსუხები მიიღოს, ის მაინც თქვით რო არაფერს აპირებთ ევროტურნირისთვის და არც მოლოდინი გვექნება, დინამო მარტო ფიფიასი არაა..
1234
13 ივნისი 2018 15:23
0
Gasagebia es xalxis dacinvac da es kidgomac da es kveoferi ukve rac dinamoshi xdeba clebia esea da kivechviet xalxi magram mgoni sruliad ligikuri kitxva michndeba ras aketebs fan klubi da jurnalistebi visi ushualo movaleobaa aris rom am kveoferze riagireba gaketon? Nutu 1 jurnalisti ar moidzebneba ro daurekavs fifias da jitxavs rogor carmoudgenia espeneli me-4 divizionis pexburtelebit gadzliereba? Roca dinamos agzrdilebi sequnda divizionshi camivan poziciebze arian da turidan turshi sombolur nakerebeshi xvdebian??? Dajreket kitxet vinmes jurnalistebi ro gkviat
Ar dablokoooot!!!!!
13 ივნისი 2018 12:08
2
სრულებით გეთანხმები,მაგრამ წერე გარკვევით!
Alex.F.
14 ივნისი 2018 08:42
0
მოეწონათ ხინკალი და ხაჭაპური ?
rodemdeeeee
13 ივნისი 2018 11:40
0
გაუგებარი დინამოს ხელმძღვანელობი "პოლიტიკა", რისთვის ჩამოყავთ უვარგისი და ყველას მიერ დაწუნებული ფეხბურთელები? რომ თქვან დინამოში ესპანელები თამაშობენო?
ალეკო
13 ივნისი 2018 11:13
0

სიახლეები პოპულარული