ეროვნული ლიგა. XV ტური:"საბურთალომ" "დინამო" 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "დინამო" გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდებოდა, მაგრამ გაიმარჯვა კი არა დამარცხდა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ, 90+2-ე წუთზე გაიტანა გოლი. თავი ნახევარმცველმა ვაგნერ გონსალვეშმა გამოიჩინა.

ამ მოგებით "საბურთალო" "დინამოს" 5 ქულით გაექცა და ლიდერობა განიმტკიცა.

ხვალ ტურის დასკვნით მატჩში "ჩიხურა" "ტორპედოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უბედურება გჭირთ? გათამაშების ცხრილს რატომ არ აახლებთ? დავიჯერო კონკრეტულად არავის არ ევალება?
alexandre
09:25 18-06-2018
0

სიახლეები პოპულარული