ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.

"ხუთი შესაძლო მეტოქიდან მხოლოდ ერთი იყო სხვებთან შედარებით სუსტი. საუბარი მაქვს უელსურ "ნიუ საინთზე".

"შერიფს" რაც შეეხება, ძლიერი მეტოქეა. ამ გუნდმა გასულ წელს ევროპა ლიგაზე ითამაშა და ჯგუფში 9 ქულა დააგროვა. მოძიებული ინფორმაციით, 15 ლეგიონერი ჰყავთ, ადგილობრივ ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან და ერთი სიტყვით, რთული მეტოქეა!

შანსებს რაც შეეხება, ყველაფერი ორი მატჩის
ჯამში წყდება. შინ ვიწყებთ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ.

იგეგმება გუნდის გაძლიერება. ეს აუცილებელია და დავიმატებთ ფეხბურთელებს რამდენიმე პოზიციაზე", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

altქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ