ეროვნული ლიგა XVI ტური: "საბურთალომ" მოიგო, "დინამომაც", ძლივს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში 3 მატჩი გაიმართა.

ლიდერმა "საბურთალომ" ქუთაისში 2:1 სძლია "ტორპედოს". პირველი ტაიმი სტუმრებმა ვაგნერ გონსალვეშისა და ლუკა ლაკვეხელიანის გატანილი გოლებით 2:0 მოიგეს, 83-ე წუთზე კი მერაბ გიგაურმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა.

ასეთივე ანგარიშით, ოღონდ დიდი გაჭირვებით დაამარცხა საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამომ" "სიონი". 39-ე წუთზე "დინამო" ლევან ხარაბაძემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ გიორგი მიქაბერიძემ საპასუხო გოლი გაიტანა და როდესაც ყველას ეგონა, შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, 90+2-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა თავურით გამარჯვება თავის გუნდს მოუპოვა.

"ჩიხურამ" ლანჩხუთში 1:0 მოუგო "სამტრედიას". გოლი
52-ე წუთზე პენალტით გიორგი გაბედავამ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული