ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 9 გოლი გავიდა. მატჩი არაორდინალურად და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
33-ე წუთზე ილია მიხაილოვმა "კოლხეთი" დააწინაურა, თუმცა შემდეგ "დინამომ" მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და 3:1 დაწინაურდა. გოლების ავტორები ლაშა თოთაძე, ოთარ კიტეიშვილი და ლევან ხარაბაძე გახდნენ.
ამის საპასუხოდ ფოთელებმა 75-ე და მე-80 წუთზე იაროსლავ კვასოვისა
დარჩენილ 10 წუთში დინამოელებმა ნამდვილი სიგიჟე ჩაიდინეს და 3 გოლი გაიტანეს! 82-ე წუთზე ნუგზარ ერგემლიძემ გაიტანა, შემდეგ 2 წუთში მეორე გოლი კიტეიშვილმა შეაგდო, 89-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ საბოლოო ანგარიში 6:3 დააფიქსირა.
ამ მოგებით "დინამოს" 35 ულა გაუხდა და ცხრილში მეორე ადგილი დაიბრუნა.
ეროვნული ლიგა. XVII ტური: "ტორპედომ" "სიონს" კომპენსირებულ დროში მოუგო
..