ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "ჩიხურამ" "სიონი" გაანადგურა, "ლოკომოტივი" და "რუსთავი" კი დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ჩიხურამ" "სიონი" გაანადგურა (4:0), ხოლო "ლოკომოტივისა" და "რუსთავის" მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა.

"ჩიხურამ" ივანწმინდაში 4:0 სძლია "სიონს". ჰეთ-თრიკით თავი ნახევარმცველმა ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე კი "ლოკომოტივი" და "რუსთავი" დაზავდნენ. ანგარიში 45-ე წუთზე რუსთაველმა დათა სიჭინავამ გახსნა, 68-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა. რკინიგზელთა გუნდში 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლევან ყენია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული