"ტორპედოს" მერვე ტრანსფერი - კლუბში ფორვარდიც გამოჩნდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს, კლუბმა კიდევ ერთ ლეგიონერს გაუფორმა კონტრაქტი.  ტორპედოს ახალწვეული განელი რიჩარდ გაძეა.

გაძე ამპლუით ფორვარდია და ეს პოზიცია ქუთაისის "ტორპედოში" გაძლიერებას საჭიროებდა. ის ბოლოს აზერბაიჯანულ "ზირაში" თამაშობდა, 35 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

რიჩარდი 22 წლისაა და განას 23-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. 

ახლა ფეხბურთელი ვიზის საკითხს აგვარებს, რის შემდეგაც შეძლებს ახალ გუნდში თამაშს. გაძე ტირასპოლის "შერიფთან" განმეორებით შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თუ "ტორპედომ" "შერიფის" ბარიერი გადალახა, შემდეგი ეტაპიდან გუნდს დაეხმარება.

რიჩარდი "ტორპედოს" რიგით მერვე შენაძენია, აქამდე კლუბმა
ოთხი ლეგიონერი და სამი ადგილობრივი
ფეხბურთელი დაიმატა. 

alt10-ბალიანი სისტემა: "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

altარის! ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
მალადეც ტორპედო!!! ღმერთით გახვალთ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და იქ თუ წააგეთ უკვე ევროპა ლიგის ჯგუფში ხვდებით პირდაპირ... ♥ ეს ყველაფერი კარგია, მონდომება და სულისკვეთება ვიგრძენი პირველ მატჩში და იმედი მაქვს შერიფსაც გამოაგდებთ და შემდეგ გუნდას, იმიტომ, რომ შემდეგი ორივე გუნდი, პოტენციურად ვისაც ხვდებით, შერიფზე დაბალი დონისაა და ძალიან მიხარია ♥ ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო, ისე წამოიმართებით თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაშიც, რომ რავიი!! მაგრამ ეს ტრანსფერები ჯობდა, რომ უფრო ადრე გაგეკეთებინათ და გაცილებით გაუგებდნენ ერთმანეთს და შეიძლებოდა 3-1 იც მოგვეგო ან ის 1 გოლიც არ გაგვეშვა ♥ წინ რთული მატჩია, წარმატებები ♥
ზურა
22:52 11-07-2018
2
ეს რომ ზამთარში გაეკეთებინათ არ შეიძლებოდა??ეხლა გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა,მაგრამ ისევ მენეჯმენტთან არის პრობლემები როგორც ყველა ქართულ კლუბში...
დათო
20:42 11-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული