ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედოს" მერვე ტრანსფერი - კლუბში ფორვარდიც გამოჩნდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს, კლუბმა კიდევ ერთ ლეგიონერს გაუფორმა კონტრაქტი.  ტორპედოს ახალწვეული განელი რიჩარდ გაძეა.

გაძე ამპლუით ფორვარდია და ეს პოზიცია ქუთაისის "ტორპედოში" გაძლიერებას საჭიროებდა. ის ბოლოს აზერბაიჯანულ "ზირაში" თამაშობდა, 35 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

რიჩარდი 22 წლისაა და განას 23-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. 

ახლა ფეხბურთელი ვიზის საკითხს აგვარებს, რის შემდეგაც შეძლებს ახალ გუნდში თამაშს. გაძე ტირასპოლის "შერიფთან" განმეორებით შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თუ "ტორპედომ" "შერიფის" ბარიერი გადალახა, შემდეგი ეტაპიდან გუნდს დაეხმარება.

რიჩარდი "ტორპედოს" რიგით მერვე შენაძენია, აქამდე კლუბმა
ოთხი ლეგიონერი და სამი ადგილობრივი
ფეხბურთელი დაიმატა. 

alt10-ბალიანი სისტემა: "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

altარის! ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა [VIDEO]



ასევე დაგაინტერესებთ