ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კიდევ ერთი ფორვარდი - ქუთაისის "ტორპედომ" 18 წლის სურინამელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა.

ქართულ გუნდში ამიერიდან 18 წლის სურინამელი ფორვარდი გლეოფილო ვლიტერი ითამაშებს.

კლუბის ინფორმაციით, საფეხბურთო კარიერა ვლიტერმა სურინამის უმაღლეს ლიგაში დაიწყო. 2015 წელს ის პირველად გაემგზავრა ევროპაში, სადაც მისი შეძენა ბელგიურ "გენკს" და "ოსტენდეს" სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა და ფეხბურთელს სურინამში დაბრუნება მოუწია.

"ტორპედოს" ცნობით, ვლიტერმა თავისი ქვეყნის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ითამაშა. საფრანგეთში გამართულ ტურნირში, სადაც ვლიტერი სურინამის 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ის ტურნირის აღმოჩენად დაასახელეს. მოგვიანებით,
15 წლის ასაკში მას ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც უხმეს და გაიანას წინააღმდეგ ათამაშეს.

"ტორპედომ" ახალწვეული ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა და ფეხბურთელი გუნდთან ერთად "ვიკინგურთან" მატჩისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ