რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

AutoSharing Option
რევაზ ძოძუაშვილი ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა თანამდეობიდან 48 საათში გაათავისუფლეს.

რა მოხდა კლუბში, ამის გასარკვევად Sportall.ge თავად ძოძუაშვილს დაუკავშირდა.

"ფოთში ჩავედით დასაზვერად. ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი.

გულშემატკივართა ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ მწვრთნელი უნდა იყოს იქაური, მაგრამ ეს თემა კიდევ განიხილება.

გუნდის პრეზიდენტი უცხოეთშია წასული, ორშაბათს ჩამოვა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ.

აზრი არ აქვს იმას მწვრთნელი ვინ იქნება, მთავარია, "კოლხეთი" უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდეს და არა დასარჩენად.

წესიერი, კარგი სპონსორები ჰყავს გუნდს და მათ
დიდი მიზნები აქვთ და ვნახოთ რა იქნება", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

altრევაზ ძოძუაშვილი "კოლხეთის" მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათში მოხსნეს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბატონი რეზო ძოძუაშვილი იყო მაგარი ფეხბურთელი და არის მაგარი მწვრთნელი. ნამდვილად უყვარს ფეხბურთი და ფოთსაც წაადგებოდა, ძალიანაც! მაგრამ თუ არ უნდათ, ნუ უნდათ! ბატონი რეზო თუ დათანხმდა იქ მუშაობას მხოლოდ ფეხბურთის და საქართველოს სიყვარულით! ეძებეთ ახლა მოურინიო!
aburjga
20:45 28-07-2018
8
ვერ გავეგე რას ნიშნავს მწვრთნელი უნდა იყოს იქაური, ნუთუ ძოძუაშვილი ფოთელი გულშემატკივარისთვის უცხოა? და თუნდაც მწვრთნელი უცხოელი იყოს აქ მთავარია მისი კვალიფიკაცია და არა წარმომავლობა. უფრო ზუსტი განმარტებაა საჭირო რა მოხდა? ძოძუაშვილის კვალიფიკაციის მწვრთნელი ეროვნული ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდს წაადგება.
irakli81
18:31 28-07-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული