ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XIX ტურის წინ: "დინამო" იწყებს, "ტორპედოს" მატჩი შესაძლოა გადაიდოს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 3 აგვისტოს ეროვნული ლიგის ტურის XIX მატჩი გაიმართება.

მეორე წრეს თბილისის "დინამოსა" და "რუსთავს" შორის მატჩი გახსნის. თბილისელები მეტოქეს "დინამო არენაზე" უმასპინძლებენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ტურის სხვა მატჩები რამდენიმე დღეზეა გადანაწილებული.

4 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" "სამტრედიას" 17:30 საათზე უმასპინძლებს, ხოლო თბილისის "საბურთალო" "მიხეილ მესხის" მთავარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" 21:00 საათზე მიიღებს.

6 აგვისტოს კი საჩხერის "ჩიხურა" ივანწმინდაში ფოთის "კოლხეთს" 17:30 საათზე დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" შორის
გასამართ მატჩს, შესაძლოა ის გადაიდოს, რადგან 9 აგვისტოს ქუთაისელებს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი უწევთ.

9 აგვისტოს, 21:00 საათზე ქუთაისის "ტორპედო" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანურ "კუკეშს" მიიღებს.

altეროვნული ლიგა 2. XIX ტური: ლიდერებმა ქულები დაკარგეს

ასევე დაგაინტერესებთ