ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ლოკომოტივმა" "სამტრედიას" 3:2 სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "ლოკომოტივმა" თბილისში "სამტრედია" 3:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მცირე უპირატესობა სტუმრები ფლობდნენ და ლიპარტიამ ვერ გამოიყენა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა.

შესვენების შემდეგ ახალაძემ "სამტრედია" დააწინაურა, მაგრამ გურულის ავტოგოლით "ლოკომოტივმა" ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 79-ე წუთზე გავაშელიშვილმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი.

მასპინძლებმა მერე 2 ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენეს, 90-ე წუთზე "ლოკოს" მცველმა გაბაძემ საკუთარ საჯარიმოში მამასახლისი მოცელა და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა. თუმცა, ჭაღიაშვილის გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება - კომპენსირებულ დროში მეკარე პოგორილის მოგერიებულ ბურთს გავაშელიშვილმა მის
კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
ლოკომოტივი - სამტრედია 3:2
გოლები: 0:1 გიორგი ახალაძე (50), 1:1 გიორგი გურული (60 საკ. კარში), 2:1 მამია გავაშელიშვილი (79), ოლეგ მამასახლისი (90, პენ), გავაშელიშვილი (90+2)
გაძევება: ჯგერენაია (85)

ლოკომოტივი: (4-2-3-1) ლუკა შეროზია (კ), თორნიკე ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, ლაშა გვალია (თეიმურაზ შონია 64), მამია გავაშელიშვილი, ლუკა კიკაბიძე (რევაზ ინჯგია 58), ირაკლი კომახიძე, უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით სამურკასოვი (ზურიკო დავითაშვილი 74), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

სამტრედია: (3-4-1-2) სერგეი პოგორილი, გიორგი გურული, იგორ კოშმანი, ბექა ტუღუში, ჯაბა ლიპარტია, თამაზ მაქაცარია (ლაშა კუჭუხიძე 80), გიორგი ახალაძე (ეგორ სმირნოვი 74), რომან ჩაჩუა, გიორგი ჯგერენაია, ჯემალ გოგიაშვილი (კ), ავთო ენდელაძე (ოლეგ მამასახლისი 65)
მკითხველის კომენტარები / 1 /
დედაააააააააააააააააა გამბურძგლა ტანში
დავით ნარმანია
00:43 05-08-2018
1

სიახლეები პოპულარული