პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ტერამ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, 29-ე წუთზე კი ჩაბრაძემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, გამოსვლაზე ბოლნისელთა მეკარე ჩოჩიშვილი შეცდა, ის ვერც ცენტრალურმა მცველებმა ვერ დააზღვიეს და დიასამიძემ თავურით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში ბოლნისელები შეტევაზე გადავიდნენ, გოლის გატანაც შეეძლოთ, როდესაც ნოზაძის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მარგველაშვილმა გამოიტანა, კონტრშეტევისას კი სტუმართა გოლკიპერი ჩოჩიშვილი გაუმართლებლად გამოვიდა კარიდან და შეცვლაზე შესულმა ტატანაშვილმა მეორედ დაამწუხრა სტუმრები. ბოლოს მარგველაშვილმაც გაუტანა გოლი "სიონს" და
თბილისი. "მიხეილ მესხი".
საბურთალო - სიონი 3:0
გოლები: 1:0 გიორგი დიასამიძე (29), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (77), 3:0 გაგი მარგველაშვილი (90+3)
საბურთალო: (4-1-2-3) ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, გურამ გოშთელიანი (დიმიტრი ტატანაშვილი 74), დავით ვოლკოვი (გიორგი კოხრეიძე 55), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, ელვინ ტერა (სანდრო ალთუნაშვილი 64), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სიონი: (4-2-3-1) გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ალექსანდრე კოშკაძე (კ) (ვილი ისიანი 67), დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე (გიორგი მიქაბერიძე 58), სერგეი ტრეტიაკი, ზვიად სიხარულია (ლაშა მანაგაძე 85), გურამ გიორბელიძე
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე