ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელი რობერტო ლანდი: ახალი გუნდის შენებას ვიწყებთ

AutoSharing Option
"კოლხეთის 1913" სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით გააგრძელებს.

რობერტო ლანდი-სპეციალისტი, რომელიც 1998-2000 წლებში საქართველოს U 21 ნაკრებს წვრთნიდა. სპეციალისტი, რომელიც თავისი სამწვრთნელო კარიერის დროს უზიარებდა გამოცდილებას ლიეტუვას და ყატარის ასაკობრივ ნაკრებებს. სპეციალისტი, რომელიც 1990 და 1994 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მეკარეებს ამზადებდა და სპეციალისტი, რომელიც ლეგენდარული ჟორჟ ვეას რეკომენდაციით დაინიშნა ლიბერიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, "კოლხეთში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ფოთში იტალიელის პრეზენტაცია ჩატარდა.

კლუბს ახალი PR მენეჯერი ჰყავს. "კოლხეთში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს სპორტული ჟურნალისტი, ტელეკომპანია SILK-ის მიმომხილველი
ზურაბ თალაკვაძე. მწვრთნელი და PR მენეჯერი კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ გიორგი ხერხაძემ წარადგინა, რომელიც მოგვიანებით უფრო დაწვრილებით გაისაუბრებს "კოლხეთში" ახალი ინვესტორების მოსვლის და მათი მიზნების შესახებ.

ვუსმენთ მთავარ მწვრთნელს, რობერტო ლანდის.

- რატომ "კოლხეთი"?

- ძალიან საინტერესო, მდიდარი ისტორიის გუნდია და მსურს, აქ, ფოთში კლუბის ახალ მფლობელებთან ერთად წარმატება დავაბრუნო. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის მფლობელებს ნდობისთვის. მახსოვს აქ გატარებული პერიოდი, როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან ვიმუშავე. კარგი, სასიამოვნო დრო იყო. მაშინ დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა დ ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი.

- კლუბის პერსპექტივაზე

- მე მჭირდება გუნდი, სადაც ყველა ერთი მიზნისთვის ითამაშებს. მე მჭირდება გუნდი, სადაც ყველა ჩემი პრინციპებით ითამაშებს. მე მჭირდება ერთიანი გუნდი და მე არ მინდა - 11 კარგი ფეხბურთელი. ჩვენ ერთად უნდა ვსუნთქავდეთ და ეს შესაძლებელია. დარჩენილი გვაქვს 18 შეხვედრა და "კოლხეთმა" სეზონი უნდა გადაარჩინოს. ეს რეალურია.

- ახალ მოთამაშეებზე

- გვყავს რამდენიმე ახალი მოთამაშე. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმესთან. ამაში უშუალო მონაწილეობას იღებენ კლუბის მფლობელები. გვაქვს მოლაპარაკება "იუვენტუსის" სკოლის აღზრდილთან. განვიხილავთ ერთ ნიჭიერ სლოვაკს. დაწყებულია მოლაპარაკება კოლუმბიელ მოთამაშესთან. როგორც კი მოლაპარაკება დასულდება, ყველაფერს შეგატყობინებთ.

- საქართველოზე

- ყველგან, სადაც ჩავდივარ, პატივს ვცემ ქვეყნის ტრადიციებს, ისტორიას. საქართველოს კარგად ვიცნობ და მინდა, თქვენ კიდევ ერთხელ მიმიღოთ. "კოლხეთთან" ერთად მაქვს მიზანი და ეს მიზანი არა მხოლოდ მიმდინარე სეზონის გადარჩენაა. გვინდა, საქართველოში ევროტურნირებზე გამსვლელი კიდევ ერთი კარგი, საინტერესო გუნდი იყოს. მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების, მე მჯერა "კოლხეთის" ახალი მფლობელების და მე მჯერა, რომ გულშემატკივრები ყოველთვის გუნდთან ერთად იქნებიან. ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ.

გუნდის ფანები კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, მოისმინეს მათი მოსაზრებები, შემდეგ კი ლანდის პრეზენტაციას დაესწრნენ.

მომზადებულია "კოლხეთის" საიტის მიხედვით

altრევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად ფოთის "კოლხეთს" რობერტო ლანდი გაწვრთნის

altრევაზ ძოძუაშვილი "კოლხეთის" მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათში მოხსნეს

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
სეზონის ბოლომდე კონტრაქტით მოსული ადამიანი,ახალი გუნდის აშენებას გვპირდება.უნდა დავუჯეროთ?
სოსო
09:25 06-08-2018
2
ღმერთმა ქნას ეს მორიგი ფარსი არ იყოს და მართლა განავითარონ კლუბი! წარმატებები!
Georgian
03:14 06-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული