მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, ჯერ მარკოზაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია მეკარე მიქავამ, შემდეგ ბუღრიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა, კონტრიერიშისას კი მიხალიოვმა ლამაზი დარტყმით გახსნა ანგარიში.
თუმცა, საჩხერელებმა მალევე აღადგინეს თანაფარდობა - ფოთელებმა მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს და აქტიურმა ბუღრიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრების დაცვამ კვლავ დაუშვა შეცდომა და გაბედავამ დააწინაურა "ჩიხურა". ეს მიმდინარე
მეორე ტაიმი პირველის დარად ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, სიცხეში ალბათ, ფეხბურთელები დაიღალნენ და ამან თამაშის ტემპზე მოახდინა გავლენა. შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შესულმა ბუხაიძემ დალაშქრა მიქავას კარი და "ჩიხურამ" 3:1 გაიმარჯვა.
მოკლედ, ლანდიმ თავისი გუნდი საქმეში იხილა და უთუოდ დაინახა, რომ შემადგენლობის გაძლიერების გარეშე გაუჭირდებათ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
ივანწმინდა. "ცენტრალური".
ჩიხურა - კოლხეთი 3:1
გოლები: 0:1 ილია მიხალიოვი (17), 1:1 ირაკლი ბუღრიძე (20), 2:1 გიორგი გაბედავა (43), 3:1 გიორგი ბუხაიძე (86)
ჩიხურა (4-4-2): ზურაბ მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი (დენის დობროვოლსკი 84), დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (კახა კახაბრიშვილი 80), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი (გიორგი ბუხაიძე 62)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
კოლხეთი (4-2-3-1): ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, ლევან კაკულია (კ), იმედა აშორტია (ლაშა მჭედლიშვილი 71), ილია მიხალიოვი (თამაზ შალიკაშვილი 76), ლაშა ხატიაშვილი, ლუკა იმნაძე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე
მთ. მწვრთნელი: რობერტო ლანდი