"კოლხეთის" მწვრთნელი რობერტო ლანდი: რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეებს ველოდებით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურასთან" 1:3 მარცხის შემდეგ კომენტარი ფოთის "კოლხეთის" ახალმა მწვრთნელმა რობერტო ლანდიმ გააკეთა.

"ჩიხურასთან" მარცხი? ეს მხოლოდ ერთი შეხვედრაა, მაგრამ მივიღეთ ის, რაც ლოგიკური იყო. გუნდი ახალი შეკრებილია. ბიჭები მონდომებულები არიან, მაგრამ კონკრეტული მიზეზების გამო ჯერ ძალიან შორს ვართ კარგი კონდიციებისგან. "ჩიხურა" ამ ეტაპზე უკეთესი გუნდია. ვმუშაობთ პროგრესზე.

არ მიყვარს პროგნოზები. ყველა შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველა მოთამაშემ უნდა მოუმატოს. საერთო მექანიზმიდან ვინმე ამოვარდნილი რომ იყოს, ეს უკვე პრობლემაა. ვეცდებით, ყველამ ერთად მოვუმატოთ და მოსაგები მოვიგოთ.

ახალი მოთამაშეები? რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეებს ველოდებით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. კლასით უკეთესები მათ გარშემო მყოფ სხვა მოთამაშეებს მეტს მისცემენ, აუხსნიან, სად და როგორ უნდა ითამაშონ. ეს აუცილებელია. მალე უკეთესი, შეცვლილი გუნდი გვეყოლება", - განაცხადა ლანდიმ.

მომზადებულია ფოთის "კოლხეთის" Facebook-გვერდის მიხედვით

alt ეროვნული ლიგა. XIX ტური: "კოლხეთი", რომელსაც ლანდი ჩაუდგა სათავეში, სტუმრად "ჩიხურასთან" დამარცხდა

altფოთის "კოლხეთის" მწვრთნელი რობერტო ლანდი: ახალი გუნდის შენებას ვიწყებთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
კორუფციის ბუდე გახდა ქართული ფეხბურთი. რუსთავში მიიყვანეს გაზაევი, 5-6 ტურის შემდეგ გაუშვეს, დილაში ჰყავდათ ებრაელი და ისე ესმოდა მწვრთნელობა, როგორც მე ჩინური, ბათუმში იყო და ვიღაც უკრაინელი მოიყვანეს და მალე გაუშვეს. ფედერაცია! არ ინტერესდები რაში ხარჯავენ კლუბები მუქთა ფულებს?
0
კიდე ერთი მეზღაპრე,ცოთახანში ამის ლანდსაც ვეღარ ვიხილავთ
euhh
14:26 07-08-2018
2

სიახლეები პოპულარული