ეროვნული ლიგა. XX ტურის წინ: "სამტრედია" იწყებს, "ჩიხურა" ამთავრებს

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, ეროვნული ლიგის XX ტურის ერთი მატჩი გაიმართება.

საერთო ჯამში, XX ტური სამ დღეზე იქნება გადანაწილებული.

დღეს "სამტრედია" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბოლნისის "სიონს" შეხვდება. მატჩში 17:30 საათზე დაიწყება.

11 აგვისტოს ფოთის "კოლხეთი" "პარკი არენაზე" გათამაშების ლიდერს, თბილისის "საბურთალოს" 17:30 საათზე მიიღებს.

12 აგვისტოს კი ტური ორი მატჩით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოსა" და "რუსთავს" შორის მატჩი გადადებულია, რადგან ქუთაისელები ევროთასებზე გამოდიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი გაიმართება, სადაც "ლოკომოტივი" "დინამოს" 17:00 საათზე
შეხვდება.

ხოლო გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილა" საჩხერის "ჩიხურას" მიიღებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, რომელსაც "პირველი არხი" აჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული