ეროვნული ლიგა. XX ტური: "სიონმა" "სამტრედიას" 4:0 მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში "სამტრედია" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბოლნისის "სიონმა" დაამარცხა (4:0).

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჯერ პირობით მასპინძლებს დუბლი ნახევარმცველმა კირკიტაძემ შეუსრულა, შემდეგ კი პოგორილის კარი მახარობლიძემ დალაშქრა. სხვათა შორის, ამ ფეხბურთელებს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე აქამდე გოლი არ ჰქონდათ გატანილი.

შესვენების შემდეგ "სამტრედია" უშედეგოდ უტევდა, "სიონი" კი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და კირკითაძემ ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

მოკლედ, "სამტრედია" ისევ დამარცხდა და მის წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
სამტრედია - სიონი 0:4
გოლები:
0:1 დათო კირკიტაძე (12), 0:2 დათო კირკიტაძე (16), 0:3 ბიძინა მახარობლიძე (32), 0:4 დათო კირკიტაძე (74)

სამტრედია (3-4-1-2): სერგეი პოგორილი, ოლეგ მამასახლისი (ანატოლი მესიაჩენკო 79) , იგორ კოშმანი, ბექა ტუღუში, ჯაბა ლიპარტია, თამაზ მაქაცარია (ეგორ სმირნოვი 46), გიორგი ახალაძე, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე (კ), ჯემალ გოგიაშვილი, ავთო ენდელაძე (ლაშა კუჭუხიძე 60)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე (ლაშა მანაგაძე (71), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე (გიორგი მიქაბერიძე 46), სერგეი ტრეტიაკი (გიორგი დათუნაიშვილი 64), ვილი ისიანი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე




მკითხველის კომენტარები / 2 /
ცეცაძე რომ გაკერიათ პირზე, დარწმუნდით რომ მესია არაა?:)
2

სიახლეები პოპულარული