რობერტო ლანდი: ცოტა დრო მოგვეცით

AutoSharing Option
ვერაა მთლად სახარბიელო მდგომარეობაში ფოთის "კოლხეთი", ეროვნულ ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, ამჯერად საკუთარ მოედანზე "საბურთალოსთან" 1:3 წააგო. გუნდის მწვრთნელი რობერტო ლანდი კი მაინც იმედიანადაა განწყობილი. აი, რა განაცხადა მან.

"ბუნებრივია, უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე "საბურთალო" ჩვენზე წინ არის კლასით და ბევრი სხვა კომპონენტით. უნდა ვიმუშაოთ, ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთოთ.

შედეგი აუცილებლად იქნება. მე მჯერა ამ გუნდის. მესმის ჩვენი გულშემატკივრების - მათ შედეგი დღესვე, სწრაფად უნდათ, მაგრამ ცოტა დრო მოგვეცით".

მომზადებულია ფოთის "კოლხეთის" Facebook-გვერდის მიხედვით

altეროვნული ლიგა. XX ტური. კოლხეთი-საბურთალო

1:3 [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XX ტური: "საბურთალომ" "კოლხეთს" უპრობლემოდ სძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული