საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა

AutoSharing Option
16 აგვისტოს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა გაიმართა, რომელიც "კოლხეთი 1913"-ის სამი ფეხბურთელის სარჩელს განიხილავდა.

თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ბორის მახარაძე და ზურაბ არზიანი ასაჩივრებდნენ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე "კოლხეთი 1913"-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა.

სპორტული ტრიბუნალის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ მოისმინა რა მხარეთა პრეტენზიები, არ
დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამასთანავე ტრიბუნალმა, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, მიიჩნია, რომ პირველივე შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომის შეფარდება და დაადგინა:

"დისკვალიფიკაციის დაკისრებიდან ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვადა ჩაითვალოს მოხდილად, ხოლო დარჩენილი ვადა 2019 წლის 4 იანვრამდე ჩაითვალოს გამოსაცდელ ვადად".

altშედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული