ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში მომდევნო ორი ტურის მატჩები გადაუდეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში ჩასატარებელი მომდევნო ტური გადაუდეს. ამის შესახებ კლუბის Facebook გვერდი იუწყება.

"ტორპედო ევროპალიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 23 და 30 აგვისტოს "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ელის.

პარალელურად, 20 ("ლოკომოტივი") და 26 აგვისტოს ("დინამო") "ტორპედოს" ეროვნული ლიგის ორი ტური უნდა გაემართა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და მატჩები გადადო, რისთვისაც მადლობას ვუხდით. "ტორპედო" აღნიშნულ მატჩებს მოგვიანებით გამართავს.

მადლობას ვუხდით ორივე თბილისურ კლუბს, "ლოკომოტივსა" და "დინამოს", რომლებიც ასევე დათანხმდნენ მატჩების გადადებაზე.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე "ტორპედოს"
გორის "დილასთან" და "რუსთავთან" გასამართი მატჩები გადაუდეს. "დილას" "ტორპედო" 7 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო "რუსთავს" - 12-ში", - წერია განცხადებაში.

altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

ასევე დაგაინტერესებთ