კომედია: ფოთის კოლხეთიდან რობერტო ლანდიც წავიდა

AutoSharing Option
სულ რაღაც ერთი თვის წინ ფოთის "კოლხეთში" დანიშნულმა რობერტო ლანდიმ გუნდი დატოვა. ინფორმაცია კლუბის პრესატაშე გია ეჯიბიამ "ლელოს" დაუდასტურა.

"იტალიელმა სპეციალისტმა "კოლხეთი 1913" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. რობერტო ლანდის ნაცვლად, დროებით მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ასისტენტი ნუგზარ თვარაძე იმუშავებს", - ამბობს ეჯიბია.

ლანდი ფოთის "კოლხეთი 1913-ის" სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია lion building development-მა მასმედიას და გულშემატკივრებს რაგბის სტადიონ "პარკი არენაზე" 30 ივლისს წარუდგინა.

რა გახდა იტალიელის ფოთიდან ასე უეცარი წასვლის მიზეზი? ოფიციალურად ამაზე განუმარტებას არ აკეთებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, კლუბის ორი პარტნიორიდან
ერთმა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში "კოლხეთის" წარუმატებელი გამოსვლის გამო კლუბის დატოვება გადაწყვიტა და ლანდიც მასთან ერთად წავიდა. მაგრამ შესაძლოა, მან საქართველო არ დატოვოს და სხვა ქართულ კლუბში იმუშაოვოს, რომლის შეძენაც "კოლხეთის" ერთ-ერთ, აწ უკვე ყოფილ პარტნიორს სურს.

lelo.ge

altრობერტო ლანდი: ცოტა დრო მოგვეცით

მკითხველის კომენტარები / 10 /
foti unda gaagdon, 6 kula tkuila ki ar chamoachren, aba samtredias xom ar gaagdeben kaladzis xatrit)))) mokled kvelafers ikadreben kolxeti, rom daziron, eg ukve didi xania natelia))))
qomagi
21:19 24-08-2018
4
ალე.შტელინი რომელმაც დატოვა ფოტი უმაგლეს ლიგაში გაუშვენ მადლობაც არ უთკვიათ ეს არის უმადურობა
ZAMA
19:23 24-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული