აუტსაიდერების მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, "სამტრედია" უპირატესობას ფლობდა, უფრო მეტი მომენტი შექმნა და პირველ ტაიმში კოშმანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
თუმცა, "კოლხეთსაც" არ უთამაშია ურიგოდ, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შეხვედრის დასასრულს კი ფოთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ჯგერენაიასთან ბრძოლისას იმნაძე წაიქცა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ამან ვნებათაღელვა გამოიწვია და არბიტრმა "კოლხეთის" სათადარიგო მცველი ლაშა მჭედლიშვილი გააძევა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სამტრედია - კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 იგორ
გაძევება: ლაშა მჭედლიშვილი (90+4)
სამტრედია (3-4-1-2): სერგეი პოგორილი, გიორგი გურული, ოლეგ მამასახლისი (გიორგი ფანცულაია 67), იგორ კოშმანი (გიორგი ერისთავი 88), ბექა ტუღუში, ჯაბა ლიპარტია, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია, ჯემალ გოგიაშვილი (კ), ავთო ენდელაზე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
კოლხეთი (4-4-1-1): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, ლევან კაკულია (თემურ ძაძამია 61), იმედა აშორტია (ჯემალ ყანჩაშვილი 73), პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე, ვლადიმირ გოგბერაშვილი (ჭიაბერ ჭეჭელაშვილი 84)
მთ. მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე