ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "დინამომ" სტუმრად "ჩიხურას" სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ჩიხურა".

მატჩი საინტერესო გამოდგა და სტუმრები დებიუტში ზივზივაძემ დააწინაურა, 28-ე წუთზე კი გაბედავამ საპასუხო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ "დინამოს" ისევ შეეძლო წინ გასულოყო - როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, ჩიკვაიძემ საკუთარ საჯარიმოში შულაია წააქცია, ნინუას კი თერთმეტმეტრიანი ჰამზიჩმა აუღო. თუმცა, თბილისელებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის გატანა - თავი კუციამ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელთაგან გატანილი ორივე გოლის თანაავტორი აქტიური შულაია იყო.

ამ მოგებით "დინამომ" 45 ქულა დააგროვა და ლიდერ "საბურთალოს" 5
ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "ჩიხურას", ეტყობა, ევროტურნირებზე ასპარეზობით გუნდი გადაიღალა და მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა.

ივანწმინდა. "ცენტრალური".
ჩიხურა - დინამო 1:2
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (7), 1:1 გიორგი გაბედავა (28), 1:2 გიორგი კუცია (72)
გამოუყენებელი პენალტი: ნიკა ნინუა (55)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, კახა კახაბრიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დენის დობროვოლსკი (დემურ ჩიხლაძე 76), მიშიკო სარდალიშვილი (გიორგი ბუხაიძე 88)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), დავით კობოური (ლევან შენგელია 65), გიორგი კუცია (ბაქარ ქარდავა 76), ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე (ლუკა ლოჩოშვილი 74), ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა