ეროვნული ლიგა. XX ტური: "რუსთავმა" და "ტორპედომ" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
12 სექტემბერს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის გადადებული მატჩი "რუსთავსა" და "ტორპედოს" შორის 0:0 დასრულდა.

იმის გამო, რომ "ტორპედო" ევროტურნირებზე მონაწილეობდა, ეს შეხვედრა დღეს გაიმართა.

მცირე ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, უფრო სახიფათო მომენტები კი მასპინძლებს ჰქონდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 67-ე წუთზე შექმნილი ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ჯერ კობახიძემ მოიგერია, ხოლო შემდეგ ბუგულოვმა ბურთი ძელს გაარტყა.

მოკლედ, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ქულები გაიყვეს.

კვირას, შემდეგ ტურში "რუსთავი" "კოლხეთს", "ტორპედო" კი "ჩიხურას" უმასპინძლებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
რუსთავი - ტორპედო 0:0


რუსთავი (4-3-1-2): კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი პაპავა, დავით კვირკველია, ხვიჩა კვარაცხელია (ბექა ქავთარაძე 70), პაპუნა ფონიავა, გეორგი ბუგულოვი, თეიმურაზ ღონღაძე, ოთარ მარცვალაძე (კ) (ზაზა ციცქიშვილი 87), თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია (თორნიკე თარხნიშვილი 46), რაფაელ ჩუკურა

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, თორნიკე კაპანაძე (მილოშ ლაჩნი 71), გიორგი კუხიანიძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, ლევან კუტალია (გრიგოლ დოლიძე 61), გიორგი ქიმაძე, მარეკ ჰლინკა (თენგიზ წიქარიძე 46), მამუკა კობახიძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
23
16
3
4
26
51
23
11
9
3
14
42
24
11
5
8
13
38
21
10
4
7
12
34
24
6
9
9
-4
30
24
5
5
14
-20
20
24
3
6
14
-33
9